15:56 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

პაპუაშვილი: შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს

პაპუაშვილი: შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს

შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს. ევროპაში პანდემიის მესამე ტალღა არის და ზოგიერთ ქვეყნებში ხდება უკვე ამ შეზღუდვების გამკაცრება. გამორიცხული არაფერი არ არის, პირიქით, ამის ალბათობა არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება
2021-04-04ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება

 

„ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სერიოზულობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან და სერიოზულად მოეკიდონ საკითხს, დაიცვან შეზღუდვები რომლებიც არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X