
ჯარის გენერალი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ნოტრ-დამი სავარაუდოდ 2024 წლისთვის კვლავ გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე ტაძრის აღდგენით სამუშაობს ხელს უშლის კორონავირუსის გამო გამოწვეული საკარანტინო რეჟიმი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ისტორიული შენობის განადგურება თითქმის მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იყო.























