13:15 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

პარლამენტი „მოიქოქა“, ჯერ „თუხთუხის“ სტარტია, ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება – გიორგი ვაშაძე

პარლამენტი „მოიქოქა“, ჯერ „თუხთუხის“ სტარტია, ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება – გიორგი ვაშაძე

“რა დროს იმაზე ლაპარაკია ვინ იქნება მერი, არ მცალია, „სტრატეგია აღმაშენებელს” არ სცალია ამისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

ეს საქართველოში ნაკლებად საშიშია - რა დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
2021-06-03ეს საქართველოში ნაკლებად საშიშია - რა დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

 

„ახლა პოლიტიკაში დრო არის ხალხისთვის. ეს ერთი თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, პარლამენტში შემოვიტანოთ, რომ ეს ინსტიტუცია ავამუშაოთ. ხედავთ, რომ პარლამენტი „მოიქოქა“. ჯერ „თუხთუხის“ სტარტია.

 

ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება. ჩემი პოზიცია ივლისში იქნება, ამ განხილვაში შესვლას არ ვაპირებ, სხვამ განიხილოს და იმსჯელოს. ამისთვის არ მცალია, ჩვენ გვცალია ხალხის პრობლემებისთვის,”- განახადა ვაშაძემ.

ავტორი: Prime Time

X