
პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საქმიანობა დროებით შეჩერდება.
მისი თქმით, სექტემბერში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსმენა იგეგმებოდა, რაც გადაიდება და საკანონმდებლო ორგანო მინისტრებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოუსმენს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პარლამენტი არჩევნების წინ, ერთი თვით ადრე საკანონმდებლო საქმიანობას წყვეტს.
მნიშვნელოვანი სიახლეები:
ასევე დაგაინტერესებთ:






















