
პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტი უნდა დატოვონ, მაშინ მანდატზე თავადაც უარს იტყვის.
„ახლა რომ მანდატებს ტოვებენ კარგია, მაგრამ მაშინ რომ შელეოდნენ იმ მანდატს და ბოლომდე დაგვეჭირა ბოიკოტი, დღეს ამათი ბუნდღა არ იქნებოდა. მართლა სხვა ვითარება იქნებოდა, ამდენს არ გაბედავდნენ, მაგრამ შესხდნენ მაშინ იქ გარკვეული პარტიები და ვერ დავიჭირეთ ბოიკოტი.
ბრძოლისთვის, რაც არის საჭირო, ყოველთვის იმას ვაკეთებ. ვფიქრობ მანდატის დატოვებაზე, მეც მომწონს ეს აზრი, თუმცა მაინც მინდა, კიდევ გავიარო კონსულტაცია იმიტომ, რომ მე პირადად ეს მანდატი არაფერში არ გამომიყენებია, მხოლოდ გამოვიყენე , სააკაშვილის გამო, რომ ელჩებს წერილებს ვუგზავნიდით. ყველამ მიიღო აბსოლუტურად:
ბრიტანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, რუმინეთი, ყველა… ამისთვის გამოვიყენე და ციხისთვის, მეტი მე მანდატი არაფერში არ მჭირდება. გადავწყვეტთ, რომ უნდა დავდოთ? რა თქმა უნდა დავდებ, აბა რას ვიზამ. მაგრამ ეს უნდა იყოს პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.






















