
პარტია „გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტის ბოიკოტზე უარს იტყვის, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე დათანხმდება. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ „zoom-ის” მეშვეობით მხარდამჭერებტან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
„მე და გირჩსაც პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. და თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი”, – წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიცია ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.






















