
პარლამენტის გენდერული საბჭო პანდემიის დროს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ზიანის კვლევას ჩაატარებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარლამენტის გენდერული საბჭო პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მათთან თანამშრომლობით, მოვამზადებთ ეკონომიკაზე პანდემიის ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს.
ამ რეკომენდაციებისა და კვლევის მიზანია, გავარკვიოთ, რა ზიანი მიადგა ან მიადგება ქალთა ეკონომიკურ აქტივობას პანდემიის დროს და შევიმუშავოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მათთვის იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, ასევე მთავრობისთვის, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ეკონომიკის სტიმულირებისა და წახალისების პროგრამა.
ეს იქნება მათ მიერ აქტიურად გამოყენებული.
ეს იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რათა სწორად, დასაბუთებულ პოზიციებზე დაყრდნობით განვსაზღვროთ ის ზიანი, რაც მიადგათ ქალებს.
და შესაბამისად, აღმოვფხვრათ და ეფექტიანად დავეხმაროთ მათ, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“,- განაცხადა წილოსანმა.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















