
ჩვენს პიკეტირებას ახალი ფორმა ექნება, არ დასჭირდებათ სპეციალური რაზმის გამოყენება, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენს პიკეტირებას ახალი ფორმა ექნება. 4 თებერვალს განსხვავებული ფორმით წავრსდგებით. ეს უფრო იქნება სირცხვილის კორიდორი, საკმაოდ საინტერესო ფორმით. წინასწარ ვეუბნებით, რომ არ დასჭირდებათ სპეციალური რაზმის გამოყენება. შეუძლიათ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ მოუწევთ სირცხვილის კორიდორის გავლა. ისე ამოქოლავენ ხოლმე პარლამენტის ყველა შესასვლელს, ოღონდ მერე პარკინგით დაძვრებიან. სირცხვილის კორიდორი გამოგვივა. ჩვენ იქ ვიქნებით, სხვა ვარიანტებიც გვაქვს”, – ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, სწორედ ამასთან დაკავშირებით ემზადება ოპოზიცია.






















