14:35 | 2020-03-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

პარლამენტმა გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

პარლამენტმა გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

პარლამენტმა გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. გადაწყვეტილება პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

 

გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა.

 

პარლამენტმა გუშინ, მხარი დაუჭირა (87 მომხრე) პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, რეგლამენტს ემატება 208 პრიმა მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X