21:28 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეგისტრაცია სულ 120-მა დეპუტატმა გაიარა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა
2020-03-21პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X