
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკვე მესამედ ვერ აირჩია.
3/5-იანი კვორუმით ჩატარებული, რიგით მესამე კენჭისყრა ამჯერადაც ჩავარდა.
კანდიდატის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გავა. რიგით მეოთხე სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და მისი წევრების არჩევას ამჯერად დეპუტატთა 76 ხმა დასჭირდება, თუმცა ხმების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე კანდიდატებს უფლებამოსილება 5 წლის ნაცვლად 6 თვით ექნებათ.
26 ივლისის სესიაზე კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატები:
გიორგი კალანდარიშვილი – 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი
გიორგი სანტურიანი – 3 მომხრე, 8 წინააღმდეგი.
ცესკოს წევრობის კანდიდატები:
გია ცაცაშვილი – 77 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
ლელა ტალიური – 17 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
თამარ სართანია – 14 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
მაია ზარიძე – 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი.






















