17:11 | 2021-11-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პარლამენტს ზურაბ ჯაფარიძეც ტოვებს

პარლამენტს ზურაბ ჯაფარიძეც ტოვებს

პარლამენტს კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შემდეგ, წასვლის გადაწყვეტილება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მიიღო.

 

არსებული ინფორმაციით, ჯაფარიძე განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ უახლოეს დღეებში დაწერს.

 

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

 

2 წელია, რაც პოლიტიკაში ვარ. 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემი პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ან სკამი მინდოდა, ან რაღაცას გავქცეოდი.

 

ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ და ხმას გართმევენ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, აი, ეს არის მანდატი, მე ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა მიმართვა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თანამოაზრეებს მიმართა და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა: ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ ოცნება საკუთარ თავთან მარტო. 

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X