
საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, რამდენიმე კანონპროექტის, ასევე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის საკითხებია გათვალისწინებული.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატები ბიუროს ფორმატში საკანონმდებლო ორგანოს კინოდარბაზში შეიკრიბებიან.
ბიუროს სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომები დროებით კორონავირუსთან დაკავშირებით შეაჩერა.






















