
პარლამენტი სახალხო დამცველს მოუსმენენ.
ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში 18 ივნისს გამოცხადდება.
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა გაუქმდეს – თენგიზ ცერცვაძე
ომბუდსმენი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარუდგენს. საუბარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველის ანგარიში 486-გვერდიანია. დოკუმენტი მოიცავს ადამიანის უფლებების მიმართულებებით იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა.






















