16:15 | 2020-05-20 ავტორი: თათია ცუკოშვილი

პარლამენტში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

პარლამენტში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

 

„ამ კანონით, თუკი საპატრიარქოს მიეცემა რაღაცა რაოდენობის, გარკვეული რაოდენობის ტყეები, იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, რომლებიც უმეტესწილად ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები.

 

ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას,” – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

„სიმდიდრე ცოდვა არაა, გააჩნია ვინ როგორ ხარჯავს“ - მეუფე პეტრე საპატრიარქოში აუდიტის შესვლას ითხოვს 
2020-05-08„სიმდიდრე ცოდვა არაა, გააჩნია ვინ როგორ ხარჯავს“ - მეუფე პეტრე საპატრიარქოში აუდიტის შესვლას ითხოვს 

 

ცნობისთვის, კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X