13:14 | 2020-12-09 ავტორი: Prime Time

“პარლამენტში შესვლა ისე უნდა, ივანიშვილის მიგდებულ ნამცეცებზეც თანახმაა” – ჩერგოლეიშვილი ელისაშვილზე

“პარლამენტში შესვლა ისე უნდა, ივანიშვილის მიგდებულ ნამცეცებზეც თანახმაა” – ჩერგოლეიშვილი ელისაშვილზე

ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ  გიგა ბოკერიას პარტია ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ვითარების არევის მიზნით დადის და საბოტაჟს აწყობს, “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება.

 

ჩერგოლეიშვილის თქმით, ელისაშვილის პარლამენტში შესვლა უნდა და ამის გასაჯაროვებას ერიდება.

 

“ალეკო ელისაშვილი საბოტაჟს უწოდებს ბოკერიას პარტიის ლეგიტიმურ სურვილს – ინფორმაცია მიაწოდონ ამომრჩეველს, ამომრჩევლისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე – ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატზე. ამომრჩევლის ინფორმირების სურვილი არის საბოტაჟი – ალეკო ელისაშვილისთვის. ვის რაში სჭირდება კულუარული ინფორმაცია? ელისაშვილის საჯარო განცხადებაც ხომ საკმარისია იმის მისახვედრად რომ ამ კაცს დასამალი აქვს? დასამალი კი ისაა, რომ პარლამენტში შესვლა ისე უნდა, ივანიშვილის მიგდებულ ნამცეცებზეც თანახმაა და გასაჯაროებას ერიდება. ბოკერიას პარტია ამომრჩევლის ინტერესებზე ფიქრობს. ალეკო ელისაშვილი – პარლამენტში შეძრომაზე.”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

შეხვედრებზე მარტო იმიტომ დადიან, რომ აურიონ ყველაფერი – ალეკო ელისაშვილი „ევროპულ საქართველოზე“

ავტორი: Prime Time

X