
„კანონი და სამართლის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი საზოგადოებას „ტვ-პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალები გამო დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს ქართველებს აკვლევინებს! პარლამენტთან 6 საათზე გამოვიდეთ! მე დეპუტატი მოქალაქე თამარ ჩარკვიანი მოგიწოდებთ გამოვიდეთ ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდეთ! გამოდით გარეთ გამოდით!
კანონით და სამართლით დავიცვათ სახელმწიფო !ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის გარეშე! სიმშვიდით კანონით ძალადობის წინააღმდეგ!“,- წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ასევე ნახეთ:






















