22:12 | 2020-05-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პარტიას მერაბიშვილზე არ უმსჯელია! – სამადაშვილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე

პარტიას მერაბიშვილზე არ უმსჯელია! – სამადაშვილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე

ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სალომე სამადაშვილი.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ სამადაშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე პარტიაში არ უმსჯელიათ.

 

„მგონი არ არის კარგად ინფორმირებული გიგი უგულავა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში ამ საკითხზე არ უმსჯელია არანაირ ფორმატში.

 

მსგავსი გადაწყვეტილება პარტიაში არ ყოფილა მიღებული. აქედან გამომდინარე, ვშიშობ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ ჩვენს მეგობრებს. “ -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდებაო.

ნაციონალურ მოძრაობაში იქნება! - უგულავა მერაბიშვილზე
2020-05-20ნაციონალურ მოძრაობაში იქნება! - უგულავა მერაბიშვილზე
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X