11:35 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

„პარტიის ხელმძღვანელებს ვხვდები“ – რა მიზნით შეხვდა კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილს

„პარტიის ხელმძღვანელებს ვხვდები“ – რა მიზნით შეხვდა კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილს

პოლიტიკური პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ წევრი კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შესახებ განმარტებას აკეთებს.

 

„ერთი კვირაა მე რამდენიმე პარტიის ხელმძღვანელებს ვხვდები. ჩემი წინადადება არის, რომ არ დამიყენონ კონკურენტი, რათა პირველივე ტურში შევძლო და დავამარცხო ოცნების კანდიდატი. მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, დამთანხმდებიან პარტიები, თუ არა. ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია. თუ ასეთი მემორანდუმი იქნება, მოვაწერთ ხელს”, – აცხადებს ოქრიაშვილი „ფორმულასთან” საუბრისას.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოააქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი პარტნიორი კახა ოქრიაშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად არის ასახული.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად, ხომ არ აპირებს ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, დიმიტრი შაშკინსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერის გასაჯაროებას თავისი დრო აქვს.

 

„ოცნებიდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“?! - კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილთან ერთად გამოჩნდა
2020-08-22„ოცნებიდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“?! - კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილთან ერთად გამოჩნდა
„ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. როდესაც იქნება სწორად შერჩეული დრო, ყველაფერზე იქნება პასუხი გაცემული” – განაცხადა შაშკინმა.

 

შეგასენებთ, 2016 წელს ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით მოხვდა. ხოლო 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

 

2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა.

 

2004-2008 წლებში კი – იგი ამავე მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა.

 

კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა.

 

ცოტახნის წინ, კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს.

ავტორი: Prime Time

X