
„ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან უკიდურესად იმის გამო, რაც მოხდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 144, როგორც იდეა, მოქალაქისა და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც იარსებებს.
„ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და არ მსურს დეტალებში წასვლა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად, იმის გამო, რაც მოხდა, თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური.
იყო 2-3 დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა გადასცდა 300 000 – ს, ამ ნაკადის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი, მაგრამ 144, როგორც იდეა მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის იარსებებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან
შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა
გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!
10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან
შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს
პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს
350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება
სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე






















