
„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სამძიმარზე პატრიარქის სახელით სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მივიდა. მან პატრიარქისა და სამღვდელოების სახელით ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
როგორც არქიმანდრიტმა განაცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება.
„შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია… უსამძიმრებს უწმინდესი და ყველა სამღვდელოება მისი ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი.
რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს?! პასუხისმგებლობა ალბათ, არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
ასევე ნახეთ:






















