15:29 | 2020-04-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პატარას დღემდე ჰგონია, რომ მივლინებაში ვიყავი – ნიკოლოზ გამყრელიძე

პატარას დღემდე ჰგონია, რომ მივლინებაში ვიყავი – ნიკოლოზ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და განიკურნა ამბობს, რომ ამის შესახებ მისმა პატარა შვილმა არაფერი იცოდა. ამის შესახებ გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

 

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი მივლინებები მიწევს და პატარას დღემდე ჰგონია, რომ მივლინებაში ვიყავი, როდესაც მირეკავდა მეკითხებოდა შენთან დღეა თუ ღამეო?. უხარიათ ახლა, რომ დავბრუნდი, მაგრამ გადაკეტილი ვარ ვერ ვნახულობ ახლოდან“, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 1 აპრილს კი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ნიკოლოზ გამყრელიძე ბოქსირებულ პალატაში ყოფნისას მამას ფანჯრიდან ელაპარაკებოდა
2020-04-04ნიკოლოზ გამყრელიძე ბოქსირებულ პალატაში ყოფნისას მამას ფანჯრიდან ელაპარაკებოდა
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X