
„ტრადიციული მართლადიდებელი ერი ვართ, პატივს ვცემთ ჩვენს დღესასწაულებს, მით უმეტეს, როცა საუბარია აღდგომის დღესასწაულზე, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და შეძლებისდაგვარად უნდა შევზღუდოთ დიდი თავყრილობები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
























