21:49 | 2021-05-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას აქვეყნებს და მრევლს როგორც საომარ მოქმედებები ჩართულ მხარეებზე (ისრაელი-პალესტინა), ისე – საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოზე ილოცონ.

 

“წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

 

 

 

 

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

 

„ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ! “ – აღნიშნულია მიმართვაში.

 

ცნობისთვის, 12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.

 

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.

 

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X