
საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს მორწმუნეებს, ღამის 12 საათიდან აღდგომის დღესასწაულს ანთებული სანთლებით შეხვდნენ.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.






















