13:29 | 2021-10-10 ავტორი:

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

„დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ.

 

გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს კი გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდეთ მათ.

 

დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენიებთ შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულებს“, – აღნიშნულია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტის შიოს განცხადებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი:

X