
„პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ძალა უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერს, სადაც აჭარა ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღნიშნული.
„მივმართავ ირაკლი კობახიძეს და დამსხვრეული ოცნებების პარტიას: ისინი შმატრიოტები კი არ არიან, როგორც თქვენ მათ დღეს უწოდეთ, არამედ ანტიდასავლური და ანტიეროვნული ძალა, რომელთანაც იმყოფებით ალიანსში წლებია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულთან დაკავშირებით და დროულად გამოიძიოთ მათი კრემლთან კავშირები და ფინანსური წყაროები” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
R






















