
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 შეთხვევაა დადასტურებული.
პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან გადანაწილებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობას განმარტავენ.
ამ დროისთვის კოვიდის ცენტრებში 313 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
ბოჭორიშვილის კლინიკა
ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში 48 პაციენტია მოთავსებული, აქედან 21-ს ვირუსი აქვს დადასტურებული.
კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დამატებულა. დღეს გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი, ერთ-ერთი 2 წლის ბავშვია.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკაში 4 ადამიანი საყურადღებო რჩება.
ინფექციური საავადმყოფო
ამ დროისთვის ინფექციურ სავადმყოფოში 45 დადასტურებული შემთხვევაა.
დღეს ახალი შემთხვევიდან საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ დამატებულა.
როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, ინფიცირებულებიდან ორი ბოლნისის, ხოლო ერთი სვანეთის კლასტერია.
„დღეს დილით ჩვენთან დაემატა ერთი გამოჯანმრთელებული.
როგორც იცით, ჩვენ გვყავდა ორი მძიმე პაციენტი. მათი მდგომარეობა ერთი კვირის განამვლობაში სტაბილურია“,- ამბობს ეზუგბაიამ.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 113 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც კორონავირუსი 94-ს აქვს დადასტურებული.
რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 8 მძიმე პაციენტი.
94 დადასტურებული შემთხვევიდან 47-ს მწვავე პნევმონია აქვს.
„გუშინ ჩვენთან შემოვიდა სამი პაციენტი. ეს არის ოჯახის წევრები. ორი საშუალო სიმძიმის, ერთი 11 წლის მოზარდი, რომელიც კარგად გრძნობს თავს. მათი კლასტერის ისტორიას ვერ მოგახსენებთ. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური იძიებს“,- აღნიშნავს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.
ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 98.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.























