
„ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და გავიდა დაახლოებით 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება მათთან ტესტირება. ჯერჯერობით, დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ 21 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და მათგან დადებითი მხოლოდ 1 იყო.
„დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენებთან – უარყოფითი პასუხია. პარალელურად, როგორც იცით, ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და გავიდა დაახლოებით 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება მათთან ტესტირება. ჯერჯერობით, დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის, რაც უკვე ნიშნავს, რომ ალბათ, იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 47 ადამიანს.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.
კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება
კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.
მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება






















