
პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა განიკურნა. ამის შესახებ გამოჯანმრთელებულმა „პრაიმტაიმს“ თავად განუცხადა.
პაციენტი მედიკოსია და როგორც გვიყვება მანდ ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 47 დღე დაჰყო.
შეგახსენებთ, რომ პაციენტი 6 მაისს გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში, იგი გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა. თუმცა PCR ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ორგანიზმში ისევ ჰქონდა.
ცნობისთვის, პაციენტს კორონავირუსი პირველად 14 მარტს დაუდასტურდა. იგი ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსია.
ბოლო მონაცემები:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 794-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 – ით გაიზარდა და 624 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.























