
11:03 | 2021-08-22
პაციენტი ვერ აგებინებს რას გრძნობს და რა სტკივა ხალხო და ეს ადამიანი არის განწირული… – სმენადაქვეითებული პაციენტის ტრაგედია კოვიდსასტუმროში

“პაციენტი ვერ აგებინებს რას გრძნობს და რა სტკივა ხალხო და ეს ადამიანი არის განწირულიიიი“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მედ გიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა ზურაბიანი წერს, რომელიც კოვიდ ინფიცირებული ყრუ-მუნჯი პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი პაციენტთან რამდენიმე დღეა კონტაქტს ვერ ამყარებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
“ამაზე დიდი უბედურება კიდევ რა არის!
კოვიდდადებითი ყრუ-მუნჯი ადამიანი გადაყვანილია კოვიდსასტუმრში, რამოდენიმე დღეა სასტუმროს კოვიდპერსონალი ვერ ამყარებს კონტაქტს! პაციენტი ვერ საუბრობს ხალხო და არც ესმის და არის უკიდურესად მძიმედ!!!!!
ოჯახის წევრები ითხოვენ დახმარებას, არავინ, დღემდე არავინ გამოჩენილა რომ ამ ადამიანს დაეხმაროს! დღეს მოვიკითხე და ისე დამძიმდა 40 გრადუსი აქვს სიცხე!!!
პაციენტი ვერ აგებინებს რას გრძნობს და რა სტკივა ხალხო და ეს ადამიანი არის განწირულიიიი!!!!!
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ“,- წერს ნუცა ზურაბიანი სოციალურ ქსელში.






















