
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მამაკაცმა, როდესაც სასუნთქი აპარატი მოხსნეს, პირველი ვედეოზარი თავის შეყვარებულთან განახორციელა და მას ცოლობა სთხოვა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
საავადმყოფოს პერსონალი ძალიან გახარებული იყო, როდესაც გოგონა ცოლობაზე დასთანხმდა.
„როგორც კი პაციენტმა ლაპარაკის უნარი დაიბრუნა და სასუნთქი აპარატი მოხსნეს, უნდოდა თავისი შეყვარებულისთვის დაერეკა და ცოლობა ეთხოვა.
ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყავით ეს ყველაფერი. მსგავსი შემთხვევები დღეებს გვილამაზებს“,- ამბობს ექიმი მაიერი.
საავადმყოფოები ყველანაირად ცდილობენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ახლობლებთან დაკავშირება გაუმარტივონ. ისინი ამისთვის პლანშეტებს ყიდულობენ.























