16:30 | 2021-11-05 ავტორი: Prime Time

პენიტენციური სამსახური მე-12 დაწესებულებაში „სასწრაფოს“ ბრიგადის შესვლის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მე-12 დაწესებულებაში „სასწრაფოს“ ბრიგადის შესვლის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შევიდა.

„ფაიზერმა“  ჯოკერი შემოაგდო - მეცნიერება კოვიდზე იმარჯვებს
2021-11-05„ფაიზერმა“ ჯოკერი შემოაგდო - მეცნიერება კოვიდზე იმარჯვებს

 

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.

 

განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X