17:40 | 2021-11-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში არ იგეგმება

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში არ იგეგმება

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის N12 დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში აპ0ირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „მთავარი არხის“ გენერალურმ დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ  მისი ინფორმაციით, აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, საიდანაც შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მისი გატაცება.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X