
ქალი გარდაცვლილ ბებიას მაცივარში 16 წელიწადის განმავლობაში ინახავდა, რათა სახელმწიფოს მოხუცისთვის კუთვნილი სოციალური დაზღვევის ფული გადაეხადა. შემთხვევა პენსილვანიაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
61 წლის სინტია ბლექი ოთხშაბათს საკუთარ სახლში დააკავეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ის თავის გარდაცვლილ ბებიას წლების განმავლობაში მაცივარში ინახავდა და სადაც წავიდოდა თან დაატარებდა.
ქალი 2004 წელს დაიღუპა. თუმცა, როგორც ჩანს ოჯახს გასახადების გადასახდელად თანხა ესაჭიროებოდა.
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ სოციალური დაცვის ადმინისტრაციამ გარდაცვლილ ქალს 2001-2010 წლამდე 186,143 აშშ დოლარი გადაუხადა.























