
ბრიტანეთში, პენსიონერი 116 ბავშვის მამა გახდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათემატიკის ყოფილმა მასწავლებელმა, პენსიაზე გასვლის შემდეგ სპერმის დონორობა დაიწყო.
65 წლის კლაივ ჯონსი დერბიში ცხოვრობს. მას ცოლი და სამი შვილი ჰყავს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში პანდემიის გამო კლინიკები დაიხურა და დონორების რაოდენობა შემცირდა.
მედიაში გაჩნდა განცხადებები, სადაც კაცები დონორის მომსახურების შეთავაზებით გამოდიან, ხოლო ქალები, რომელთაც ბავშვის გაჩენა სურთ დახმარებას ითხოვენ.
ახლა ბრიტანეთში დონორებზე ცენზი შემოიღეს.
კლინიკებში სპერმის ჩაბარება, მხოლოდ 45 წლამდე კაცებს შეუძლიათ.
ჯონსის თქმით, სოცილურ ქსელში გავრცელებული განცხადებებიდან ჩანს, რომ სპერმის დონორებზე მოთხოვნა მზარდია.
„მე მაქვს ის, რაც ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მათთვის კი ყველაფერს“, – აცხადებს კლაივ ჯონსი.






















