
სულ რამდენიმე დღეში იტალიაში მყოფი არალეგალი ემიგრანტები ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ იტალიაში საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა, ფიქრია კუჭუხიძემ განუცხადა, მიმართვა აუცილებლად დამსაქმებელმა უნდა გააკეთოს.
„ამ საბუთის აღება იტალიელ მეპატრონეზეა დამოკიდებული. ის უნდა მოვიდეს და მან უნდა მიიღოს ყველა პასუხი, რასაც „პერმესო“ მოითხოვს.
ის თუ თანახმა არ არის, ქართველი ამის გარეშე ვერ გაიკეთებს. ასევე ემიგრანტს არ უნდა ჰქონდეს, სამართალდამცავ ორგანოებთან რაიმე სახის პრობლემა. არც გაძევების საბუთი უნდა ჰქონდეს. თორემ, ასეთ შემთხვევაში საბუთის მოთხოვნა განულდება.
როდესაც დამსაქმებელი მოდის 400 ევროს გადაიხდის, შემდეგ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ გადასახადს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ანაზღაურება ექნება.
ქართველებმა ვინც მომმართეს ყველა დავაკვალიანე, რომ ეს მათზე დამოკიდებული არ არის. უშუალოდ იმ ოჯახის სურვილი უნდა იყო, სადაც მუშაობენ.
მე უნდა გავესაუბრო ოჯახს, სადაც ის(ემიგრანტი) მუშაობს. აქ მთავარი სიტყვა მხოლოდ მათ ეკუთვნით. სწორედ, დამსაქმებელმა უნდა მომიტანოს მასთან მცხოვრების საბუთი, ასევე მისი. ბოლოს ორივე მოვლენ და აუცილებელია ორივეს ხელმოწერა,“ – აცხადებს ფიქრია კუჭუხიძე.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ეს მოვლენები გარკვეულწილად დააჩქარა.
„პერმესო“ მხოლოდ ქართველ თანამემულებზეე არ არის. ეს მსოფლიო საემიგრაციოს ეხება და რაოდენობა განსაზღვრულია. შეგუებადია ის საკითხიც, რომ შეიძლება ვიღაცა არ მოხვდეს ამ მომთხოვნთა სიაში.
ამიტომ საბუთები დროულად უნდა წარვადგინოთ, რომ გამოსვლის პირველივე წამსვე გავაგზავნოთ, როდესაც სახელმწიფომ გამოსცა კანონი, დამსაქმებელი ვალდებულია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
მათ ოჯახში ე.წ. შავი მუშა არ უნდა ჰყავდეთ. ეს უსაბუთო ხალხი აღრიცხვაში არსად არ არის.
კორონავირუსის პანდემიამ გარკვეულწილად ეს საკითხი დააჩქარა. ჯერ რამდენი ემიგრანტია დარეგისტრირებული უცნობია.
ეს მონაცემები ივნისში გვეცოდინება. ჩემთან კი, შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 4 დღის განმავლობაში კონსულტაცია 100-მდე პირმა გაიარა,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ფიქრია კუჭუხიძემ.























