20:22 | 2020-05-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

პერუში ქალაქის მერმა თავი მიცვალებულად გაასაღა, პოლიციას კარანტინის დარღვევისთვის რომ არ დაეკავებინა

პერუში ქალაქის მერმა თავი მიცვალებულად გაასაღა, პოლიციას კარანტინის დარღვევისთვის რომ არ დაეკავებინა

ქალაქის მერი კუბოში ჩაწვა და თავი მკვდრად გაასაღა, რათა პოლიციას კარანტინის დარღვევისთვის არ დაეკავებინა. შემთხვევა პერუს ერთ-ერთ პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Comercio ავრცელებს.

 

ტანტარას მერი ხაიმე როლანდო ურბინა ტორესი მეგობრებთან ერთად სვამდა, როცა ადგილზე შემოწმების ჩატარების მიზნით ეროვნული პოლიციის აგენტები გამოჩნდნენ. მერმა სასჯელის თავის ასაცილებლად, კუბოში ჩაწოლა გადაწყვიტა.

 

ტორესის მაგალითს მისი მეგობრებიც მიყვნენ. მოგვიანებით ისინი პოლიციამ დააკავა.

 

ქალი მთვრალმა მეზობლებმა ცოცხლად დამარხეს - მიწაში ჩამარხულმა საფლავიდან ამოსვლა მოახერხა (უკრაინა)
2020-04-28ქალი მთვრალმა მეზობლებმა ცოცხლად დამარხეს - მიწაში ჩამარხულმა საფლავიდან ამოსვლა მოახერხა (უკრაინა)
ავტორი: ნინი ტაველიძე

X