
მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
„ღირსებაშელახული ადამიანი არასდროს არის სანდო. ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას არასდროს დაინდობს.
ვინც მშიშარა და უსუსურია, ის ყველაზე ადვილად გიღალატებს ცხოვრებაში.
თავი არ მოიტყუო, ყველაფერს მისი სახელი დაარქვი და სიყალბეს თავიდანვე მიუხურე კარები. მერე უფრო გაგიჭირდება, დიდხანს ივლი მოჯადოებული წრის გარშემო. ძალიან დაგაზარალებს ყალბი და პირმოთნე ურთიერთობები.
არ არის საჭირო ყველას შენი მეგობარი ერქვას… ყველას მეგობარი, არავისი მეგობარი არ არის. მეგობრობას ნეიტრალური მდგომარეობა არ უხდება. სხვა რომ გატყუებს, არ არის გასაკვირი, თავს რომ იტყუებ და არც ცდილობ სიმართლეს თვალი გაუსწორო, ეს ნამდვილად გასაკვირია.
ბევრს მარტო დარჩენის ეშინია და ამ შიშის გამო საკუთარი მხრებით დაატარებს ორგულ, მოდალატე, გამყიდველ ადამიანს… იმდენსაც ვერ ხვდება, ისედაც მარტოა, უბრალოდ ტვირთი დაემატა…ნუ იმძიმებ ცხოვრებას, ის ისედაც არ არის ადვილი და ხელოვნურად ნუ გაირთულებ მას…მადლობას არავინ გეტყვის… გავა დრო და ვალდებულად ჩაგთვლიან…
მას თუ არ გააჩნია სინდისი, შენ არ შეუწყო სხვის უსინდისობას ხელი“, – წერს პეტრე კოლხი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























