23:58 | 2021-12-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადა დაზუსტდა, ეს ვადა სრულიად აკმაყოფილებს 9 თვიან პერიოდს, ამიტომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვისაც – ტიკარაძე

Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადა დაზუსტდა, ეს ვადა სრულიად აკმაყოფილებს 9 თვიან პერიოდს, ამიტომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვისაც – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში Pfizer-ის ​ ვაქცინის ე.წ. ვადაგასულობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ მომხდარა ვაქცინის ვადის გაგრძელება, მოხდა მხოლოდ Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადის დაზუსტება.

 

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან, რადგან მისი თქმით, Pfizer-ის ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვისაც.

 

თქვენ ხართ სამარცხვინო, „მონა ქალი იზაურა“, ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი - წულუკიანი ჩარკვიანს
2021-12-03თქვენ ხართ სამარცხვინო, „მონა ქალი იზაურა“, ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი - წულუკიანი ჩარკვიანს

 

„დოკუმენტაცია რეალურად ხელმისაწვდომია იმ დაწესებულებისთვის, სადაც ვაქცინაცია ხდება. ექიმები ყოველდღიურ რეჟიმში გადიან ტრენინგებს და მათთვის განმარტებულია, რომ არ მომხდარა ვაქცინის ვადის გაგრძელება, მოხდა Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადის დაზუსტება, რომელიც თავდაპირველად ითვლებოდა, რომ 6 თვიანი იყო, თუმცა გარკვეული დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ეს ვადა სრულიად აკმაყოფილებს 9 თვიან პერიოდსაც.

 

მათ ჯანმოსგან მიიღეს დასტური, რომ ეს ვაქცინა არის 9 თვიანი, რაც მოწმობს იმას, რომ Pfizer-ის ვაქცინა უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვის“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X