12:22 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

Pfizer-ის რეგისტრაციის პორტალზე ისევ შეფერხებაა

Pfizer-ის რეგისტრაციის პორტალზე ისევ შეფერხებაა

ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალზე ისევ შეფერხებაა. მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

 

სხვადასხვა მოწყობილობიდან (კომპიუტერი, ტაბლეტი, ლეპტოპი, მობილური) ვერ ხერხდება რეგისტრაციის ბოლომდე მიყვანა.

 

Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

 

მომხმარებლების ნაწილი ვებგვერდის გახსნას ახერხებს, თუმცა რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შეყვანას მაინც ვერ ახერხებენ.

 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საიტი შემოწმებულია და მოქალაქეებს პრობლემა აღარ შეექმნებოდათ.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X