11:55 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

Pfizer-ის ვაქცინის დაჯავშნა, შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც გახდეს ხელმისაწვდომი 

Pfizer-ის ვაქცინის დაჯავშნა, შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც გახდეს ხელმისაწვდომი 

Pfizer-ის ვაქცინის დაჯავშნა ონლაინ და ტელეფონით რეგისტრაციის გარდა შესაძლოა ცოცხალი რიგითაც გახდეს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ნახევარი მილიონიო დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. ახლა მთავარია, ხელმისაწვდომობა იყოს რაც შეიძლება ფართო – ყველა ადამიანს, გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ დაჯავშნონ ტელეფონით.

 

შესაძლოა, შემდგომში ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ვაქცინაციის იქით გზა არ გვაქვს, რომ ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, თხოვნაა უმორჩილესი, აიცერით!”- განაცხადა გამყრელიძემ.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X