20:02 | 2021-06-29 ავტორი: Prime Time

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებმა შესაძლოა ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსისგან წლების განმავლობაში დაიცვას 

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებმა შესაძლოა ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსისგან წლების განმავლობაში დაიცვას 

Covid-19 ვაქცინები, რომლებიც დამზადებულია Pfizer-BioNTech– სა და Moderna– ს მიერ, წარმოქმნის ძლიერ იმუნურ რეაქციას ორგანიზმში, რამაც ორგანიზმი კორონავირუსისგან შესაძლოა წლების განმავლობაში დაიცვას. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით Independent-ი წერს.

ინფორმაცია მათთვის ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა ვერ გაიკეთა - ნახეთ, რომელი ვაქცინაა ეფექტური თქვენთვის
2021-06-29ინფორმაცია მათთვის ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა ვერ გაიკეთა - ნახეთ, რომელი ვაქცინაა ეფექტური თქვენთვის

 

გამოცემის ცნობით, კვლევები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ RNA​-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე დოზა არ დასჭირდეთ, ვიდრე ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.

 

რეცენზირებული კვლევით დადგინდა, რომ ორივე ვაქცინა ადამიანებს ხანგრძლივად სთავაზობს დაცვას COVID-19-ისგან.

 

კვლევაში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ Johnson & Johnson-ის მიერ გაკეთებული ვაქცინა. კვლევის მთავარი ავტორის, იმუნოლოგ ალი ლებედის თქმით, ეს იმიტომ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X