20:15 | 2021-04-10 ავტორი: Prime Time

Pfizer-მა ამერიკის წამლის სააგენტოში 12-18 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე განაცხადი შეიტანა

Pfizer-მა ამერიკის წამლის სააგენტოში 12-18 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე განაცხადი შეიტანა

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ სექტემბრისთვის სავარაუდოდ Ffizer-ი 12-18 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენების ნებართვას მიიღებს.

 

“ფაიზერი / Pfizer-მა მსოფლიოში პირველმა შეიტანა განაცხადი ამერიკის წამლის სააგენტოში (ძლიერი მარეგულირებელი), ამჯერად 12-18 ასაკის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე. სავარაუდოდ, სექტემბრამდე მიიღებს, რომ ახალი სასკოლო სეზონისთვის მოესწროს.

 

სხვა ვაქცინები, ჯერჯერობით, პრობლემებით, კორუფციით, ყალბი მონაცემებით, ცდილობენ დაიპყრონ ბაზარი.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ !

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები და, თუ გააქვთ ამის საშუალება, დარჩით სახლში!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ავტორი: Prime Time

X