14:44 | 2021-08-30 ავტორი: Prime Time

პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი – თამარ გაბუნია

პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი – თამარ გაბუნია

“არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დაახლოებით, 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინი ისეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X