
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპრილისა და მაისის რიცხვებში პიკის მოლოდინში აღარ არიან.
„ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო.
დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს დაანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, იყო ჩატარებული არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში.
ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი, ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ ჩვენ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად,
შემდეგი მოლოდინიც არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ზიანი და ჩვენ შევძლოთ, ჯანდაცვის სექტორში ისე ვმართოთ ეს ღონისძიებები, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და ზრდა”, – განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 497 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის გამო გაგამოცხადებული კარანტინის შეზღუდვები
შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა
გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!
10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან
შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს
პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს
350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება
სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე






















