15:46 | 2021-04-21 ავტორი: Prime Time

პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ – გამყრელიძე 

პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ – გამყრელიძე 

ყველა მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

აიკრძალება თუ არა სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა - ნახეთ, რას ამბობენ საკოორდინაციო საბჭოში
2021-04-21აიკრძალება თუ არა სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა - ნახეთ, რას ამბობენ საკოორდინაციო საბჭოში

 

მისი თქმით, ეს მოლოდინი რამდენიმე ფაქტორს ემყარება – მოსახლეობის ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 299 ათას ადამიანს დაუდგინდა, თუმცა, სპეციალისტები ანგარიშობენ, რომ რეალურად ინფიცირებული იყო ორჯერ მეტი. ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი დაავადების მიმართ, თუმცა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის.

 

ამასთან, საზოგადოების მცირე ნაწილს ჩატარებული აქვს ვაქცინაციაც, რაც მათ ვირუსისგან იცავს.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც შედარებით მსუბუქი პიკის მოლოდინს იძლევა, არის ის, რომ ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანა იყო აღმავალ ტალღაზე ცივ პერიოდში – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ზამთარი რესპირატორული ვირუსებისთვის კომფორტული პერიოდია, ახლა კი ქვეყანაში დათბა და ვარაუდობენ, რომ მზის სხივი ვირუსზე დამთრგუნველად იმოქმედებს.

 

 

ცნობისთვის, ძალაში კვლავ რჩება ე.წ კომენდანტის საათი. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა.

ავტორი: Prime Time

X