
პილოტმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი განსაკუთრებულად მიაგო. დიმიტრი ნეონაკისი ნოვა სკოტიას ცაზე აფრინდა და ფრენის დროს ჰაერში მაღლა აწეული მუშტი გამოსახა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
პილოტის თქმით, მაღლა აწეული მუშტი რასიზმის წინააღმდეგ მოძრაობის სიმბოლოა.
„ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ თუ გვინდა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მორჩეს. არ არსებობს საზღვრები, როდესაც საქმე რასიზმს ეხება“,- ამბობს პილოტი.
ნეონაკისმა მაღლა აწეული მუშტი აპლიკაციის საშუალებით რუკაზე გამოსახა, შემდეგ აფრინდა და დახაზულ მიმართულებას მიჰყვა, რათა ზუსტად გამოესახა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.
პილოტმა 2 საათ-ნახევარი იფრინა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.
HAPPENING NOW In the skies over Halifax, Canada. https://t.co/v3ZPufQyEs pic.twitter.com/qdn459NpUz
— FlightAware (@flightaware) June 4, 2020























