12:30 | 2021-06-18 ავტორი: Prime Time

პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა – მარიამ კუკუნაშვილი პირადზე

პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა – მარიამ კუკუნაშვილი პირადზე

სუროგაციის ცენტრ “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი პირადი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, სექტემბერში ქმარმა სრულიად მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიატოვა.

 

„მოკლედ, მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა სრულიად მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს ვეჯექი გვერდით და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, ისიც კი მითხრეს, 10 წლის ბავშვებმა, დნმ ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო,“ – წერს მარიამ კუკუნაშვილი.

 

ის პოსტში ასევე „ყოფილი მეგობრების“ ია ფარულავასა და დალი ჩიტალაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თვეების განმავლობაში არავის მოუკითხავს.

 

​პოსტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ მარიამ კუკუნაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, მან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: მარიამ კუკუნაშვილმა თავის გულში ჩაიხედოს. ძალიან სასაცილოა – დაპირისპირება ცნობილ სამეგობროში

 

ავტორი: Prime Time

X