12:01 | 2021-08-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში მკაცრად რეკომენდირებულია – თამარ გაბუნია

პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში მკაცრად რეკომენდირებულია – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომ პირბადე დახურულ შენობებშიც იყოს გამოყენებული. დავუბრუნდეთ პირბადის გამოყენებას იქ, სადაც შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

ნახეთ: ლოქდაუნსა და დამატებით შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია

 

„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირბადე დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ამდენად, ყველა მოქალაქესთან ჯანდაცვის სექტორს აქვს რეკომენდაცია, რომ პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში არის მკაცრად რეკომენდებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X